იმუნიზაციის ცენტრი ლაგოდეხში

18.09.2021 01:18

იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში. სოფელ კაბალში იმყოფებოდა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, სადაც ლაგოდეხის მერის მოადგილეებთან ერთად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციას გაეცნო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამატებითი ცენტრი სამი თემის - ბაისუბნის, ფონისა და კაბალის 12 სოფლის მოსახლეობას ემსახურება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის ცენტრი ქ. ლაგოდეხის გარდა, გახსნილია ცოდნისკარისა და აფენის თემში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: