ვაქცინაციის პროცესი ზესტაფონში


ზესტაფონში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა. სკოლაში მოწყობილ სივრცეში მოსახლეობას საშუალება აქვს, ვაქცინა რეგისტრაციის გარეშე გაიკეთოს. ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეები აქტიურად ჩაერთნენ. მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები დღიურად 500-მდე ადამიანის აცრას უზრუნველყოფენ.

ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია  „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეების მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მისვლას ზესტაფონის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს. იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე ორი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი - ქუთაისსა და ზესტაფონში მოქმედებს. სულ დღეის მდგომარეობით, საქართველოში აცრილია მილიონზე მეტი ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში კი 30 ათასზე მეტი მოქალაქე აიცრა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან