გამოხმაურება ჯო ბაიდენის განცხადებაზე


უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ საუბარში აცხადებს, რომ შოკირებულია ჯო ბაიდენის იმ განცხადებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის მიერ შესაძლო შეჭრასა და „მცირე შეჭრას“ ერთმანეთისგან განასხვავებს. „ეს პუტინს მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში შესასვლელად“, – აღნიშნა „სიენენთან “ საუბარში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომლის სახელსაც ამერიკული მედიასაშუალება არ ასაჯაროებს. უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აქამდე აშშ-ის ადმინისტრაციისგან მსგავსი რამ არასდროს მოუსმენიათ. „კიევი გაოგნებულია“, – აღნიშნავს „სიენენის“ რესპონდენტი. ბაიდენის გამოსვლის შემდეგ, თეთრ სახლში დამატებითი კომენტარი გაკეთდა. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნებისმირი რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იქნება განახლებული შეჭრა და ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი, ერთიანი პასუხი. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ხანგრძლივი გამოცდილებიდან, პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე იცის, რომ რუსეთს აქვს აგრესიული ქმედებების ფართო კრებული, რომელიც სამხედრო მოქმედებების გარდა, მოიცავს კიბერთავდასხმებს და ნახევრად სამხედრო ტაქტიკებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან