ევროკავშირში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძე სოციალურ ქსელში წერს. „სულ რაღაც რამდენიმე თვეში, რვა წელი შესრულდება, რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით – პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო, რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა. საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი, რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის. მჯერა იმიტომ კი არა, რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს. მინდა მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, რომლებსაც ბევრს ვუმადლი და რომელთა თანადგომის და შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა“, – წერს ნატალია საბანაძე სოციალურ ქსელში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება და სიტყვით გამოსვლა პარტიის ყრი...
MULTIMEDIA GE
შეხვედრა იტალიის ახლადდანიშნულ ელჩთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარლ ჰარცელი მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარლ ჰარცელის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირში საქართველოს ელჩმა "მოამბის" შეკითხვებს უპასუხა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რწმუნებათა სიგელების გადაცემა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირლანდიის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster