ირლანდიის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომა


საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის შესახებ, ამ ქვეყნების ელჩები ირლანდიის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მიიწვიეს. დეპუტატებმა და სენატორებმა დიპლომატებისაგან მოისმინეს ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე საქართველოსა და მოლდოვაში არსებული ვითარების შესახებ. ირლანდიის პარლამენტი სამივე განაცხადის ერთობლივად განხილვას უჭერს მხარს და მიესალმება მათ შემდგომ გაწევრიანებას ორგანიზაციაში. პარლამენტარებს ასევე მიმართა ირლანდიაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან