შეხვედრა იტალიის ახლადდანიშნულ ელჩთან
დავოსში გამგზავრებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაცნობითი შეხვედრა გამართა იტალიის ელჩთან, მასიმილიანო დანტუ-ონოსთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე, სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ილია დარჩიაშვილმა იტალიელ დიპლომატს დეტალურად გააცნო ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები. ელჩმა კი თავის მხრივ დაადასტურა იტალიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან
Irakli Gharibashvili
პრეზიდენტის შეხვედრა იტალიის სენატის თავმჯდომარესთან
Giorgi Margvelashvili
მინისტრისა და იტალიის ელჩის შეხვედრა
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო
მიხეილ სააკაშვილი რომში მხარდამჭერებს შეხვდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 18 საათზე, 10 ნოემბერი, 2018 #LIVE
პრემიერმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
შეხვედრა კულტურის სამინისტროში
culturegovge culturegovge