ქართულ ბაზარზე სარემონტო მასალების კიდევ ერთი ევროპული ბრენდი შემოვიდა

19.09.2016 00:46

ქართულ ბაზარზე სარემონტო მასალების კიდევ ერთი ევროპული ბრენდი შემოვიდა. კომპანიამ პირველი ჰიპერმარკეტის მშენებლობაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

მენეჯმენტის განცხადებით, ქართული ბაზრით დაინტერესება აღნიშნულ ბაზარზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.

ამ დროისთვის 30 ათასამდე სხვადასხვა სახეობის სარემონტო და დეკორატიული პროდუქცია იყიდება, ადგილზე კი 90-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება:
Paliani