ტყვიის შემცველობა საღებავებში

06.02.2019 04:18

რა მექანიზმით მოხდება ტყვიისა და კარცეროგენის შემცველი სამშენებლო მასალების აკრძალვა ქართულ ბაზარზე. უხარისხო ლაკ-საღებავების მავნე გავლენაზე საუბრობენ სპეციალისტები და რეგულაციის სასწრაფო ამოქმედებას ითხოვენ.

ეკონომიკის სამინისტრო კონტროლის გამკაცრებას 2022 წლამდე გეგმავს. ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების შემცველი მასალების სარემონტო სამუშაოებში გამოყენება ქვეყანაში მასიურად ხდება, რაც განსაკუთრებული ზიანის მომტანი მოზარდებისთვის არის.

მედიკოსები ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის საგანგაშო მაჩვენებელზე მიუთითებენ და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. პარალელურად უკვე დასრულდა მოზარდების შემოწმება.

ფართომასშტაბიანი კვლების შედეგები სავარაუდოდ მარტში გახდება ცნობილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო