რეგულაციები სათამაშოებზე

23.01.2019 04:11

ქართულ ბაზარზე უხარისხო სათამაშოების რეალიზაცია აიკრძალება.

სფეროს, რომელიც კანონით საერთოდ არ რეგულირდება, მომავალი წლიდან მკაცრი რეგულაციებით გააკონტროლებენ. კერძოდ, შემოწმდება საქართველოში გასაყიდად შემოტანილი სათამაშო პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კონტროლის გამკაცრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ის საფრთხეებია, რომლებსაც სწორედ უხარისხო სათამაშოების გამოყენება ქმნის.

ექიმები პირველ რიგში ბავშვების ორგანიზმში ტყვის შემცველობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებენ და ერთ-ერთ წყაროდ სწორედ დაბალი ხარისხის სათამაშოებს მიიჩნევენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog