ერთი დაიღუპული და რვა დაშავებული - ავტოავარია აწყურთან
11/11/2018
ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მათგან შვიდი მიკროავტობუსის, ერთი კი მსუბუქი ავტომანქანის მგზავრია. დაშავებულთა შორის არის ორი ბავშვი – ექვსი და რვა წლის მოზარდები.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ახალციხის კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, თბილისიდან ელოდებიან კატასტროფის ჯგუფს, რომელმაც რამდენიმე დაშავებული დედაქალაქში უნდა გადაიყვანოს.
ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა.
ადგილობრივების თქმით, სამგზავრო მიკროავტობუსი ახალქალაქიდან მოდიოდა, მისი მგზავრები კი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
„შკოდას“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შსს–ს მომსახურების სააგენტოს ახალციხის სერვისცენტრის თანამშრომელი მართავდა. ის ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, მის გვერდით მჯდომი სააგენტოს თანამშრომელი, 50 წლის მამაკაცი კი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.