რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე


უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა - დაშავებულია 160-ზე მეტი ადამიანი. ყველაზე მეტი გარდაცვლილი კიევის შევჩენკოს რაიონშია, სადაც ნანგრევებიდან ცხრა ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, რვა პირი კი გადაარჩინეს. ცხრა ადამიანია დაღუპული ზაპოროჟიეში, დაშავებულია 13 მოქალაქე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებით, რუსულმა ძალებმა 158 ერთეული რაკეტა და დრონი გამოიყენეს. გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა დრონებით კვლავ მიიტანა იერიში უკრაინის ქალაქებზე. ჯამში 56 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე რეაგირება მოახდინონ. მან ავდეევკაში სამხედრო პოზიციები მოინახულა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან