აკაკის მეგრული ლექსი

09/30/2017
Radio Atinati-ის მიერ

აკაკი წერეთელი სამეგრელოს ხშირად სტუმრობდა, ეს იყო განპირობებული წმინდა ნათესაური თვალსაზრისით და ზოგჯერაც იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციის გამოც.
პოეტის უმცროსი და მავრა იგივე მატა, გათხოვილი იყო სწორედ სამეგრელოში. მისი მეუღლე გახლდათ ალექსანდრე დადიანი. რომელიც იბრძოდა რუსეთ-თურქეთის ომში და იქ მოკლეს. მავრას ქალიშვილი ანეტა კი ცოლად ესვა ჯანსუღ დადეშქელიანს. ჯვარში სვანეთისკენ მიმავალ გზაზე იდგა ხე რომელსაც ადგილობრივები აკაკის ხეს უწოდებდნენ. რადგანაც პოეტს ამ ხის ჩრდილის ქვეშ უყვარდა დასვენება. ყველაფრის გათვალისწინებით ცხადია რომ აკაკი ხშირად სტუმრობდა სამეგრელოს.

ახლა შევეხოთ უშუალოდ ფაქტს. იმ მეგრულ ლექს, რომელიც აკაკიმ დაწერა. ამ მოვლენაზე ლამაზი ისტორია არსებობს.

სენაკელ ვაჟს შეჰყვარებია კოლხი ასული,მაგრამ ამ გრძნობისადმი თანაგრძნობას არ გმაოხატავდა თურმე კოლხი ცირა. გაწბილებულ ვაჟს მგოსნისთვის მიუმართავს და უთხოვია მისთვის სამიჯნურო ლექსის დაეწერა. ამით განუზრახავს სათრფოს გულის მოგება. მგოსანსაც უპასუხოდ არ დაუტოვებია ვაჟი და საგანგებოდ მისთვის დაუწერია ეს მეგრული ლექსი:

სქანი თოლი ჩქიმი სარკე,
სქანი გური ჩქიმი ტახტი;
უსქანეთი ჩქიმი რინა
ციხე რე ნდო ნაობახტი.

წარსულის ნისლებში გახვეული მეგრული ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება გადაცემათა ახალი ციკლი ზაალ ჯალაღონიას ავტორობით.

გვისმინეთ ოთხშაბათს, შაბათს და კვირას 09:30 - ზე.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან