დიმიტრი მედვედევის განცხადება
რუსეთი მის საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით უპასუხებს. ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სერბულ გაზეთთან ინტერვიუს დროს გააკეთა. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანის მცდელობა, რომლებშიც შიდა წინააღმდეგობები არსებობს, სახიფათოა. „ჩვენ მძლავრი ქვეყანა ვართ, ატომური ქვეყანა ვართ და ჩვენს შემოგარენში ნატო-ს ბაზების განთავსების სურვილმა არ შეიძლება ჩვენში დადებითი ემოცია გამოიწვიოს“. თქვენ საუბრობთ ბოსნია და ჰერცოგოვინაზე, სერბეთზე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია სხვა ქვეყნებიც დავასახელოთ. და რა ხდება საქართველოში? რა ხდება უკრაინაში? ეს ქვეყნები არც ისე მარტივ მდგომარეობაში იმყოფებიან“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე დაამატა, რომ ასეთი ქმედებები თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის შესახებ არსებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. „ეს სავსეა სერიოზული შედეგებით. სწორედ ამიტომ, ნატო-ს წევრი ქვეყნები კარგად უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა. დიმიტრი მედვედევის განცხადება თბილისში შეაფასეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დიმიტრი მედვედევის განცხადებას ქართული პოლიტიკური სპექტრი აფ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეერთების ნებას ვერ უგულებელვყოფთ - მედვედევი ოკუპირებულ ტერ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
პრეზიდენტის განცხადება
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
მედვედევის განცხადება
culturegovge culturegovge
მედვედევის მუქარა - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დმიტრი მედვედევის პოსტი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მიხაილო პოდოლიაკის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster