ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს
ხელისუფლებას რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებს ოპოზიცია. საქმე 13-14 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ ფორუმს ეხება. ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი“ „გორჩაკოვის ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარდება. ინფორმაციას, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით დაფუძნებული ფონდი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფორუმის მთავარი თემა „სახალხო დიპლომატია და კომპრომისების დიალოგია“. მიზანი კი რუს და ქართველ ახალგაზრდებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობისთვის საჭირო პლატფორმის შექმნაა. თბილისში დაგეგმილი ღონისძიების თანაორგანიზატორი „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირია“. მისი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბეჟენცევი „მოამბესთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთიდან ექვსი ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, ისინი პოლიტიკურ თემებზე განცხადებებს არ გააკეთებენ და თავს აარიდებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარს. „გორჩაკოვის ფონდი“ რუსეთის საგარეო უწყების ძალისხმევით შეიქმნა, ექსპერტები ფონდს რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთ პლატფორმად მოიაზრებენ. ოპოზიცია ხელისუფლებას შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს და საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. მმართველ გუნდში კი ოპონენტებს საკითხის ხელოვნურ გამწვავებაში ადანაშაულებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
12-პუნქტიანი რეკომენდაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს
guriatv
ვითარება საოკუპაციო ხაზთან - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან - შეფასებები პოლიტიკურ სპექტ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მცოცავი ოკუპაცია და ვითარება გუგუტიანთკარში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნების მე-2 ტური - ოპოზიციის ბრალდება ხელისუფლებას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რას ნიშნავს დისკრიმინციული კარანტინი და რატომ ადანაშაულებს ო...
TV IMEDI