რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინაში ომის დაწყებიდან 195-ე დღეა - რუსეთის ძალები უკრაინული ქალაქების დაბომბვას განაგრძობენ. დილიდან აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვში. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქის ინდუსტრიულ რაიონზე. დაიღუპა ერთი ქალი. ღამით რუსმა სამხედროებმა გრადებიდან სამჯერ დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი. ჰოსპიტალიზებულია ორი ადამიანი. ქალაქში დაზიანებულია ათობით შენობა, მათ შორის 20 მრავალსართულიანი კორპუსი, საბავშვო ბაღი და სპორტული კლუბის ბაზა.

უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ უკრაინა მის ტერიტორიაზე ჩადენილ 32 ათას სამხედრო დანაშაულს იძიებს, ამასთან, კიევი სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვს ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.

უკრაინის არმია რუსეთის აგრესიის მოგერიებას წარმატებით განაგრძობს. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, უკრაინის დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთ უკრაინაში 86 ოკუპანტი და მტრის საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს.

უკრაინულმა ავიაციამ 18 დარტყმა მიაყენა მტრის ლოგისტიკას, სარდლობას და პოზიციებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ძალებმა რუსეთის „S 300“-ების საწყობი გაანადგურეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან