პრემიერმა ქუთაისში სამკერვალო „იმერის“ ახალი საწარმო დაათვალიერა

03.04.2017 04:56

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში დღეს სამკერვალო „იმერის“ ახალი საწარმო დაათვალიერა, რომელშიც 200-მდე ადამიანი დასაქმდება. 90-წლიანი საქმიანობის ისტორიის მქონე საწარმო ახლახან, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული ფინანსური რესურსის - 315 ათასი ევროს მეშვეობით გაფართოვდა. სამკერვალო, რომელშიც 500-მდე ადამიანია დასაქმებული, ძირითადად, ტანსაცმელს აწარმოებს. გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი წარმოებისა და პროფესიული სასწავლებლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება დასაქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. პრემიერი "იმერის" მაღაზიაშიც იმყოფებოდა, სადაც საწარმოში შეკერილი ტანსაცმელი იყიდება. საქართველოში „იმერის“ სამი მაღაზია ფუნქციონირებს, რომელთაგან ერთი თბილისშია. ფაბრიკა უცხოელი დამკვეთების მიერ მოწოდებული ნედლეულით მუშაობს და თანამშრომლობს, როგორც გერმანულ ფირმა „ლებეკსა“ და იტალიურ „ეგერია ლიმიტედთან“, ასევე - ქართველ დიზაინერებთან. პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში'' შესახებ ვრცლად იხილეთ: http://qartuli.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველო კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო პრეპარატებს უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს
08:33

საქართველო კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო პრეპარატებს უახლოეს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერის გადაწყვეტილება
00:48

პრემიერის გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა
02:47

სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალი კომპლექსის მშენებლობა წეროვანში
02:24

ახალი კომპლექსის მშენებლობა წეროვანში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია
02:12

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია
03:23

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქონდოპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
01:33

აქონდოპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება
01:00

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო