მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანის მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგში რჩება. ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელებისა და ოჯახისთვის სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობა დროებითი პროცესია იმ არგუმენტით, რომ ექს-პრეზიდენტის სრული განკურნება და რეაბილიტაცია საქართველოში შეუძლებელია. თუმცა, ამ საკითხის განხილვასაც კი კატეგორიულად გამორიცხავს მმართველი გუნდი, რომელიც ოპონენტებს შესაბამისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობაზე მიუთითებს. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის თემას მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის ინსტრუმენტად იყენებს. ახლა მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ კვლევებს უტარებენ, რის შემდეგაც დაიდება დასკვნა. სწორედ ამ დასკვნამ უნდა განსაზღვროს, თუ როგორ და სად უნდა გაგრძელდეს მკურნალობის პროცესი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.