უკრაინის პრეზიდენტის განცხადება სააკაშვილზე - გამოხმაურებები თბილისში

20.12.2022 05:43

ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტს სავარაუდოდ არასწორი ინფორმაციები აქვს და ასევე, მის განცხადებას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებენ. განცხადება გააკეთა ალეკო ელისაშვილმაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ზელენსკის მოწოდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰგავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი დადებითად აფასებენ ზელენსკის გამოხმაურებას და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ომში მყოფი ქვეყნისგან თანადგომა. „ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არის შეურაცხყოფა, ეს არ შეეფერება საქართველოს და უნდა შეწყდეს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას,  გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის, ევროპული ქვეყნის ან ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე კლინიკაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ზელენსკის განცხადება სააკაშვილზე  - გამოხმაურებები თბილისში
04:11

ზელენსკის განცხადება სააკაშვილზე - გამოხმაურებები თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ალექსეი არესტოვიჩის განცხადება - გამოხმაურებები თბილისში
05:25

ალექსეი არესტოვიჩის განცხადება - გამოხმაურებები თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილის განცხადება - გამოხმაურებები
05:05

მიხეილ სააკაშვილის განცხადება - გამოხმაურებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სააკაშვილის განცხადება - გამოხმაურებები

სააკაშვილის განცხადება - გამოხმაურებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სააკაშვილის საქმე და საერთაშორისო გამოხმაურებები
07:47

სააკაშვილის საქმე და საერთაშორისო გამოხმაურებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიული ალასანიას კომენტარი
00:38

გიული ალასანიას კომენტარი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე
00:56

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზ...

MULTIMEDIA GE

მიხაილო პოდოლიაკის განცხადება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე
01:22

მიხაილო პოდოლიაკის განცხადება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო