სააკაშვილის განცხადება - გამოხმაურებები

14.07.2020

მიხეილ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. საუბარია „ინტერფაქს უკრაინასთვის“ მიცემული ინტერვიუდან ამონარიდზე, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. აღნიშნული განცხადება მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასევე აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო