სააკაშვილი „ვივამედში“ გადაიყვანეს

12.05.2022 07:58

თითქმის ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ციხიდან ისევ სამოქალაქო კლინიკაში - მიხეილ სააკაშვილი უკვე „ვივამედშია“. ექს-პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება მიიღო, მკურნალობის სანაცვლოდ მანამდე დაყენებული პირობები კი შეარბილა. ჯერ უცნობია, რა პერიოდს მოიცავს მკურნალობის პროცესი. ბრეგაძის უწყებამ პატიმარს სამკურნალო დაწესებულებაში დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება და შესაძლო გართულებების რისკის დასაზღვევად საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შესთავაზა. სააკაშვილის ოჯახი და გუნდი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან, თუმცა კლინიკაში გადაყვანა მათთვის მხოლოდ დროებითი ამოცანაა. საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ იხსნება იმ არგუმენტით, რომ სრულფასოვანი განკურნება საქართველოში შეუძლებელია. ეს ჰოსპიტალიზაციის პირველი შემთხვევა არ არის. ოქტომბრის მერე მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის გარშემო ვნებათაღელვა და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები არ წყდება. პროცესის პოლიტიკისგან გასამიჯნავად პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ფართო კონსილიუმის მოწვევას ითხოვს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ გადაიყვანეს
02:49

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ გადაიყვანეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება
00:44

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სააკაშვილს საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ
06:11

სააკაშვილს საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
00:37

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ გადაყვანას პოლიტიკოსები ეხმაურებიან
02:27

მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ გადაყვანას პოლიტიკოსები ეხმაუ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
03:49

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
04:14

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
08:18

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო