ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი წაუყენა


ნიკა მელია ხვალ პროკურატურაშია დაბარებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ბრალი წაუყენეს. პარალელურად უკვე პარლამენტშია საგამოძიებო უწყების წერილობითი მიმართვა, რათა პროკურატურამ საკანონმდებლო ორგანოსგან დეპუტატის მიმართ პატიმრობის გამოყენების თანხმობა მიიღოს. 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან მელიას მიერ განხორციელებულ ქმედებებში, პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს. დეპუტატისთვის წარდგენილი ბრალის ზუსტი ფორმულირება კი ასეთია: მელიას 20 ივნისის აქციის მსვლელობის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და და მასში მონაწილეობას ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, 20 ივნისის ღამეს, ნიკა მელიამ მიმართა და ადგილზე მყოფებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება გამწვავდა. მელიას დეპუტატის იმუნიტეტი იცავს, მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას კი, პარლამენტის სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. 

თეონა მანაგაძე გვერთვება პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან