ნიკა მელია - მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ნახვამდის, სამაჯურო
„ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიცია არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს, სამაჯური, რომელიც შებმული ჰქონდა პრობაციის ეროვნული სამსახურის მიერ, ხალხში მოისროლა. ნიკა მელიას თქმით, ის აღნიშნული სამაჯურის ტარებას აღარ ატარებს. „ვფიქრობდი ცივი გონებით, გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მინდა, ჯიუტი ადამიანი ვარ ბუნებით და რისიც მჯერა იმას ვაკეთებ. გამორიცხულია, რომ ჩემს თავთან არ ვიყო მართალი და ჩემს თავს ვუღალატო. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც ვერ ვუღალატებთ. მე აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხულია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არ ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ. ზუსტად ვიცი, ვიქნები ციხეში თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში უახლოეს დღეებში, ერი გაიმარჯვებს. მე ვერ მოვთხოვ დედაჩემს, ჩემს მეგობარს, ჩემ ოჯახის წევრს, გამოდი, ვიბრძოლოთქო, მაშინ, როდესაც მე თვითონ ვარ სამაჯურშებმული. ამიტომ, ნახვამდის, სამაჯურო“, – განაცხადა მელიამ. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს დაუმაგრეს. მანამდე, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა მელიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას განმარტება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას განმარტება - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას სოციალურ ქსელში პასუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელია მოინახულა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თქვენ მე გამამტყუნებთ, ისტორია გამამართლებს, არ არსებიბს ამ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მელიას მხარდამჭერი მსვლელობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის საქმე და მხარდამჭერი აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster