ოპოზიციის აქცია და პოლიტიკური განცხადებები


ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. „ძალა ერთობაშიას“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეები ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებდნენ და საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობისკენ მოუწოდებდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრისთვის ბრალის წაყენებას მელიას თანაგუნდელები პოლიტიკური მოტივით ხსნიან და  ამტკიცებენ, რომ 20 ივნისის ღამეს დეპუტატის ქმედებები კანონსაწინააღმდეგო არ ყოფილა.

საგამოძიებო უწყების მიმართ პრეტენზია აქვს „საქართველოს პატრიოტების“ ლიდერსაც, რომელიც მელიას გარდა მმართველი პარტიის რამდენიმე წევრის და ოპოზიციონერი ლიდერის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან