აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც საქართველოდან გაჟღერდა. ილჰამ ალიევის ვიზიტიდან ერთ-ერთი მთავარი ის განცხადებაა, რომელიც ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას გულისხმობს. თემა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის, გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის მიერ ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენების ფონზე საერთაშორისო საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ევროკავშირთან ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების გაორმაგებას გეგმავს, ექსპორტის გასაზრდელად კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამოყენებას აპირებს, ამავე მიზნით გეგმაშია ბაქო-სუფსის ტერმინალის დატვირთვაც. ბაქოს სურვილია, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ელექტროენერგიის საექსპორტო მარშრუტშიც იყოს ათვისებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„კვირის მოამბე“, 8 ოქტომბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის - ილჰამ ალიევის სამუშაო...
Georgian Government
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში
culturegovge culturegovge
სალომე ზურაბიშვილი - ღამის კურიერი ირაკლი იმნაიშვილთან ერთად
RUSTAVI 2
ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის განაწყენება და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში - ილჰამ ალიევის განცხადება
TV IMEDI