რესტორნებისა და კვების ობიექტების მუშაობის შეზღუდვა ძალაში რჩება
ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ოფიციალურ საიტს http://trialeti.ge შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის მიხედვით, აჭარის გარდა, საქართველოს ყველა სხვა რეგიონში ისევ შეზღუდვად რჩება რესტორნებისა და კვების ობიექტების ფუნქციონირება და ისინი მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით შეძლებენ კლიენტების მომსახურებას. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას გამოხატავენ გორში კვების ობიექტების მფლობელები, რომლებსაც მუშაობის აღდგენის მოლოდინი ჰქონდათ. მათი შეფასებით, გატანის სერვისით შემოსავლის მიღება თითქმის შეუძლებელია და იძულებულნი გახდნენ თანამშრომლები შეემცირებინათ. მათივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გაურკვევლობაა- რადგან კვების ობიექტების გახსნის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებები ეპიდვითარებასთან ერთად, ხშირად იცვლება. ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესის მფლობელ, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ მან მთავრობას შეზღუდვების მოხსნის ეფექტური გეგმა შესთავაზა, თუმცა დაზარალებული ბიზნეს სექტორი ისევ ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია აქვს მათი პრობლემები მისთვის ცნობილია. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სარესტორნო ბიზნესის გახსნა დამოკიდებულია კონკრეტულ ქალაქში დადებითობის მაჩვენებელზე. მისივე თქმით, ვინაიდან აჭარაში მაჩვენებელი დაბალია, ღია სივრცის კაფე-რესტორნები გაიხსნება, დანარჩენ საქართველოს კი დააკვირდებიან.
Trialeti TV-ის სხვა ვიდეოები
ცხინვალიდან გათავისუფლებული მამაკაცი გორის სამხედრ...
ხატია წერეთელის ახალი სიმღერის პრემიერა ექსკლუზიურ...
გურამ გულარაშვილის ულამაზესი სიმღერა, ტელეკომპანია...
რადიო ბლოგი- ქალების ჩართულობა, ნდობის აღდგენისა დ...
თრიალეთის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა
დრეს 22:00 ზე ნახავთ
დღეს 22:00-ზე ნახავთ
დღეს 22:00-ზე ნახავთ
მსგავსი ვიდეოები
შეზღუდვები და შერბილებული რეგულაციები 24 დეკემბრიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი თებერვლიდან შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუ აბსავა - რესტორან "მენძელის" მენეჯერი
Radio Atinati
რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში 28 ნოემბრიდან -...
Trialeti TV
გამკაცრებული რეგულაციები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარესტორნე ბიზნესის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვების შემსუბუქება და ახალი რეგულაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster