შეზღუდვები და შერბილებული რეგულაციები 24 დეკემბრიდან
შეზღუდვების ნაწილი ძალაში რჩება - 28 ნოემბრიდან მოქმედი მკაცრი რეგულაციები მხოლოდ შემსუბუქდება. ეს ნიშნავს, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქმიანობის უფლებას მხოლოდ სავაჭრო ობიექტები მოიპოვებენ. გადაწყვეტილება არ ვრცელდება ბაზრობებზე, რომლებიც კვლავ დახურული იქნება. თუმცა სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში მომხმარებლები კონკრეტული პირობებით და წესების დაცვით დაიშვებიან - ათდღიან პერიოდში კონტროლის მექანიზმები გამკაცრდება და დარღვევების შემთხვევაში, ობიექტს ან სოლიდური თანხით დააჯარიმებენ, ან ისევ დახურავენ. გადაწყვეტილებას დაბალანსებულად მიიჩნევენ ეპიდემიოლოგები, რომლებიც შეზღუდვების შენარჩუნებას და მკაცრ მიდგომას ემხრობოდნენ. სასტუმროების მხრიდან უკვე დაანონსებული ხალხმრავალი საახალწლო ღონისძიებების საპასუხოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასტუმროებს რესტორნების გახსნა მხოლოდ 21 საათამდე შეეძლებათ, 21 საათის შემდეგ კი დაშვებულია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. დანარჩენი რესტორნები და კვების ობიექტები მუშაობას ისევ გატანის სერვისზე განაგრძობენ. ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე და შობის ღამე. ამ გამონაკლისის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას, დღესასწაულები ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადავადდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ ახალგორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები და კოვიდინფიცირების შემცირების გზა #აქტუალურითემა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები და საკანონმდებლო რეგულაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები და კორონავირუსის მძევალი ეკონომიკა #LIVE
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
შეზღუდვები და პროტესტი ევროპაში
Euronews Georgia
შეზღუდვები და უქმე დღეები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster