შშმ პირები ონალინ სივრციდან კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში კვლავ დაბრუნდნენ. ბენეფიციარებს, ქვეყანაში პანდმიის დაწყებიდან სექტემბრამდე, არაპირდაპირი კონტაქტით, დისტანციურად უწევდათ მეცადინეობა. სწავლების პროცესს ტექნიკური პრობლემები ართულებდა და ამ ფორმით შშმ პირებთან მუშაობა მარტივი არ იყო. თუმცა კეთილდეობისა და განვითარების ცენტრში იმასაც ამბობენ, რომ პანდემიამ ონლაინ მეცადინეობის დადებითი მხარეებიც აჩვენა. სწავლების აღნშნული მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა იმ ბენეფიციარებთან, ვისაც ტრანსორტირება უჭირს. ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ ისინი სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადავლენ, სადაც საშუალება ექნებათ, როგორც პირდაპირი კონტაქტით, ისე დისტანციური გაკვეთილები ჩაატარონ.
ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს
http://trialeti.ge
ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს
http://trialeti.ge