არ მინდა აქედან წასვლა” – შშმ პირების საოჯახო ტიპის სახლებს დახურვა ემუქრება
არ მინდა აქედან წასვლა” – შშმ პირების საოჯახო ტიპის სახლებს დახურვა ემუქრება ორგანიზაციამ “ხელი ხელს” პირველი საოჯახო ტიპის სახლი გურჯაანში, 2011 წელს გახსნა. მათ 6 საოჯახო ტიპის სახლი აქვთ და 28 ადამიანს ემსახურებიან. შეზღუდული შესაძლებლობისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანები საოჯახო გარემოში დიდი ინსტიტუციებიდან, მინდობით აღზრდის სისტემიდან და იმ ოჯახებიდან მოხვდნენ, რომლებსაც ამ ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილება აღარ შეეძლოთ. იმისთვის, რომ სახლი ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად დაახლოებული იყოს, თითოეულ საცხოვრებელში ხუთზე მეტი ადამიანი არ ცხოვრობს. სერვისის მცხოვრებლები საკუთარი დღის გეგმას თავად ადგენენ, გვერდით ჰყავთ უბრალოდ მხარდამჭერები, იგივე მომვლელები, ვინც საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების ათვისებაში ეხმარებიან. ახლა საოჯახო ტიპის სახლებს დახურვა ემუქრება, მათ დაფინანსების პრობლემა აქვთ, დონორი ორგანიზაცია „ღია საზოგადოება საქართველო“ 2018 წლიდან ეტაპობრივად ამცირებს ამ მომსახურების დაფინანსებას, ხოლო 2020 წლიდან კი, საერთოდ წყვეტს ფინანსურ მხარადჭერას. დღეისთვის, სახელმწიფო დაფინანსება მცხოვრებლების საჭიროების მხოლოდ 50%-ს ფარავს, დღიური დაფინანსება ბენეფიციარზე შეადგენს 16 ლარს, რაც დღევანდელ პირობებში არ აძლევს სერვისს არა თუ განვითარების, არამედ არსებობის საშუალებასაც კი. იმისათვის, რომ საოჯახო ტიპის საცხოვრებელმა არსებობა განაგრძოს, დღიურად ერთ ბენეფიციარზე 32 ლარია საჭირო. სამწუხაროდ, ორგანიზაციამ “ხელი ხელს” უკვე დახურა თბილისში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი, სხვა სახლების გადასარჩენად. http://old.fortuna.ge/ar-minda-aqedan...
მსგავსი ვიდეოები
MoonG - წრეზე
Didube Records
მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს სალომეს /обращение к президе...
Adam Aushev GLGCHE
თევზაობა გამარჯვების ტბაზე 2019
My Crazy Hands
ქართული ბანკების ბარათებით მაისში უცხოეთში შესრულებული ტრანზ...
Business Media Georgia
სტუმარი 2
ჯერ უფალი დანარჩენი მერე
სტუმარი 2
ჯერ უფალი დანარჩენი მერე
190
როგორ გავიჩინოთ შემოსავალი სახლიდან? | შემოსავალი ფრილანსინგ...
TRAVEL With Us