190
კლიპი ლექსისთვის მოამზადა და ფეისბუქ გვერდზე ატვირთა გვერდმა GNS • ჯიენესი "აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან" იოანეს გამოცხადება - 3:20 წუხელ, გლახაკი მესტუმრა: „მშია, მაჭამე რამეო, მცივა, სახლ–კარი არა მაქვს, გამათევინე ღამეო“; გაკვირვებული შევცქერი, ეს რა თავხედი კაცია, გაცვეთილ– ჩამოძენძილი ტანსაცმელი რომ აცვია; გაბრაზებულმა მივუგე: „ხომ არ შეგშლია კარები?! აქ მოსვლა როგორ გაბედე, არ მაქვს თქო შენთვის საკვები; ვერც თავშესაფარს ვერ მოგცემ, ჩემგან ვერაფერს მიიღებ, ასეთ ბინძურს და ჭუჭყიანს, ამ სახლში როგორ მიგიღებ?!“ სიტყვის თქმა აღარ ვაცალე, დავუბრიალე თვალები და თავხედ მთხოვნელს ცხვირის წინ მივუჯახუნე კარები; *** მეორედ ისევ მესტუმრა: „მშია, მაჭამე რამეო, მცივა, სახლ–კარი არა მაქვს, გამათევინე ღამეო“; *** „აქ ისევ რატომ მოხვედი ერთხელ ხომ უკვე გითხარი? წადი, ბიძიკო, სხვა ნახე, ჩემგან რა გინდა, მითხარი“; რას მომადექი, ნეტავი, არ მაქვს ზედმეტი მარაგი, სასტუმრო ხომ არ გგონია? სხვაგან ნახე თქო ალაგი; რა ქველმოქმედი მე მნახე, ამ ქვეყნად ერთხელ მოვსულვარ, წადი, მომშორდი, სხვა ნახე, აქ ჩემთან რატომ მოსულხარ?!“ კვლავ მივუხურე კარები, ის კი თავის გზას გაუდგა; „ეს აბეზარი ვინ არის, რას შემომიჩნდა, რა უნდა?!“ *** როცა მესამედ მესტუმრა: „მშია, მაჭამე რამეო, მცივა, სახლ–კარი არა მაქვს, გამათევინე ღამეო“, პურის ნატეხი მივუგდე, „გასწი, მომწყდი თქო თავიდან, აქ მოსვლა აღარ გაბედო, თორემ მოგისვრი ფანჯრიდან;“ ლამის სიბრაზემ დამახრჩოს, მესამედ მოსვლა გაბედა, „აქ აღარ გნახო, ტუტუცო, გიჯობს, გამასწრო აქედან;“ *** „რატომ მლანძღავო, რას მერჩი, მომეცი ცოტა ფულიო, შენ ხომ არ იცი, ვინა ვარ, რამ გაგიქვავა გულიო?!“; *** გაკვირვებისგან შევკივლე, მერე მივუგე დაცინვით: „ალბათ უფალი ბრძანდები, აწ, შემოსილი კაცივით“ *** „დიახ, უფალი გახლავარ“ მისი ბაგიდან აღმოხდა, ირგვლივ უეცრად განათდა, ვერ გავიაზრე რა მოხდა; ნათელი იდგა კარებთან, მზეზე ათასჯერ ნათელი, თითქოს ერთბაშად აენთოთ ასი ათასი სანთელი; სირცხვილისაგან დავიწვი, გავფითრდი, ვითარც სნეული, ოფლმა დამასხა ცივმა და ამიცახცახდა სხეული; მუხლთ დავიჩოქე, ცოდვილმა, ცრემლები წამსკდა სიმწრისა, „მე რა ღირსი ვარ უფალო, შენი დიდების ხილვისა?! ვერ შეგიცანი, უგნურმა, ღმერთი მიგიღე მათხოვრად, ვერ გიწილადე სითბო და ვერა გავიღე სახსოვრად;“ თავზე დამადო ხელი და სევდანარევი ღიმილით მომიგო: „ფეხზე ადექი, თავს ნუ იღლიო ტირილით; სამწუხაროა, რაც მოხდა, გაკვირვებული როდი ვარ, შენთან მრავალჯერ ვყოფილვარ, განა პირველად მოვდივარ; სამჯერ გესტუმრე ხილულად, შენ კი სამჯერვე გამაგდე; რამდენი გთხოვე, გევედრე, მაგრამ არაფრად ჩამაგდე; მე კი არ ვეძებ წყალობას, შენს სულს სჭირდება კურნება, რათა არ აყვე მაცდურებს, გაუძლო ეშმას ცდუნებას; *** ხან მათხოვრად ვარ ქცეული, ხანაც სნეული გახლავარ, ზოგჯერ ღატაკი, ზოგჯერ ტყვე, ზოგჯერ დავდივარ კარდაკარ; თქვენ კი ვერა მცნობთ, მაცხოვარს, გლახაკში, ტყვეში, სნეულში, ხშირად უგულოდ მექცევით, მოსულს მათხოვრის სხეულში; *** ეკლესიებში დადიხართ, არ მაკლებთ ლოცვა–ქებასა, აღსარებასაც მაბარებთ და იღებთ ზიარებასა; მაგრამ არ გახსოვთ მთავარი; ღმერთი ტაძარში როდია, თუმც სახლი გახლავთ ის ჩემი, ჩემთან სანთლებით მოდიან; სიყვარულია მთავარი, უმანკო, წრფელი გულითა, ყველა მწირის და გლახაკის მიმღები სიყვარულითა; მე თქვენი ქება რად მინდა, ლოცვები ცხარე ცრემლითა, თუ თქვენისთანა არ გიყვართ, თუ არ მიიღებთ თმენითა?! ზერელე რწმენა განაგდეთ, ვერას მოიგებთ მაგითა, გულით ადიდეთ უფალი, და არა მხოლოდ ბაგითა; მე კი არ მინდა წყალობა, თქვენი მოყვასი გიყვარდეთ, არცერთი სული ამქვეყნად გულიდან არ გაგივარდეთ; მაგრამ რადგანაც გაკლიათ შემუსვრილება გულისა, ამიტომ ყველა გლახაკში სუფევა, გახლავთ, უფლისა; თუ მათხოვარი არ გიყვართ, სნეული, ტყვე და მწირიო, ღმერთს მაინც ეცით პატივი, გაიღეთ, თუნდაც მცირეო; გადაეციო სუყველას, ამჟამად რაც კი გითხარი“; მერე კი გაქრა უეცრად, ხილვა იყო თუ სიზმარი; მე კი ღმერთსა ვთხოვ შენდობას, ამ ამბის თქვენთვის მთხრობელი! წუხელ უფალი მეწვია – უფალი ყოვლისმყრობელი...
მსგავსი ვიდეოები
ჩემი ცოლის დაქალები - სერია 45 (სეზონი 12)
ჩემი ცოლის დაქალები
ნინას არვინ ninas arvin ♛
From Georgia
ხალხური სიმღერის გაკვეთილები - ჭოხონელიძეების ოჯახი / სიმღერ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შოუ "ქართული ამერიკა" პირველი სეზონი დამთავრდა.
Georgian America
რიცხვითი სახელი
Inga Qarqashadze
ლექსსენი და პეპე შენ ხარ ქართველი Lexseni Da PePe Shen Xa...
Lexseniofficial
მთავარი ჭკვიანი ნიკა გვარამიასთან ერთად - 28.05.2021
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
არ დაგავიწყდეს უნიქარდი - გოგო
Livebranding