რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ხარკოვის რეგიონი დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რეგიონში აფეთქებები გამოცხადებული საჰაერო განგაშის დროს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ გამაფრთხილებელი სიგნალი და თავშესაფრებში ჩავიდნენ. უკრაინული მედია წერს, რომ ძლიერი აფეთქებები მოხდა დროებით ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკში, სადაც წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონში კიდევ ერთ დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი. უკრაინის არმიის ჯარისკაცები სოფელ მაკეევკაში შევიდნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების ბატალიონი დაბომბა და გაანეიტრალა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში რუსმა სამხედროებმა ერთი სარაკეტო და ექვსი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე 14-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური სარაკეტო სისტემებიდან. გავრცელებული ცნობით, რუსები აგრძელებენ თავდაცვითი ხაზების აღჭურვას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. პარალელურად, ახორციელებენ შეტევით ოპერაციების ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster