თამარ მეფე (სიზმარი) - სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით #georgiansongs #georgianmusic
თამარ მეფე (სიზმარი) - ქართული სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით (ტექსტი: აკაკი წერეთელი) #georgiansongs #georgiansongs #georgiansongs #georgianmusic #music #georgianmusic #ახალისიმღერა #ქართულისიმღერები #ai2024 სიზმარი ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახტზე იჯდა თამარ მეფე, მომხიბლავი, ეშხიანი!.. მარცხნით უდგა თინათინი, მარჯვნით - ნესტან-დარეჯანი. გარს ეხვიენ სხვა ქალებიც, როგორც მთვარეს ვარსკვლავთ კრება, ცალ-ცალკე და ყველა ერთად, სიცოცხლე და ნეტარება!.. შემოვიდა რუსთაველი, ის სულმნათი და მგოსანი, ხელში ეპყრა მოწიწებით მისი “ვეფხის-ტყაოსანი”. თაყვანი სცა სწორუპოვარს, მის წინ მუხლი მოიყარა… გაიღიმა ტახტზე მჯდომმა და ცრემლები გადმოღვარა!.. მზის ჭიატის დარი იყო უცნაური ის ღიმილი და თვით გრძნობის ორჭოფობაც ცრემლში იყო ჩალესილი: მასაც მგოსნის თანაგრძნობა გულში ედვა, როგორც ქალსა, მაგრამ უნდა დაეჭირა თავი, როგორც დედოფალსა! ბრძანა: “გმადლობ, ვერ გადვიხდი, როგორც მეფე, დღეს შენს ვალსა, - უკვდავების მოსახვეჭად მიგაპირებ მომავალსა!..” მიუბრუნდა მერე იქ მდგომ ნესტანსა და თინათინსა: “თქვენ გილოცავთ ამქვეყნიურ სიყვარულს და შვება-ლხინსა: გიანდერძებთ საქმროდ ყველას ტარიელს და ავთანდილსა, რომ ქართველი ქართველ გმირად გამოზრდიდეს შვილიშვილსა!” ეს რომ ბრძანა, ნათელ სვეტად გადმოეშვა ცისარტყელა: აიტაცა შუქმა შუქი და მას გაჰყვა თანვე ყველა! მე კი დავრჩი… შემეშინდა!.. მიმოვავლე გარს თვალები და რა ვნახე იმათ ნაცვლად?!.. სხვა ხალხი და სხვა ქალები!.. არც თამარი, არც თინათინ, აღარც ნესტან-დარეჯანი!… აღარც ერთს არ ეტყობოდა ქართველობის რამ ნიშანი!.. გული დამწყდა!… გამეღვიძა, ნაღვლიანად გამეცინა!.. ვთქვი: “ნეტავი არ მენახა, საუკუნოდ დამეძინა!..” აკაკი წერეთელი
ქართული AI სიმღერა-ის სხვა ვიდეოები
00:18
ტანო ტატანო - მალე ჩვენს არხზე! ახალი სიმღერა! არ...
02:50
ლალები - სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით #...
04:15
დუმილი: ულამაზესი AI სიმღერა გალაქტიონის ლექსზე 20...
02:14
ქარი - სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით #ge...
03:51
ქებათა ქება ნიკორწმინდას - სიმღერა ხელოვნური ინტელ...
25:46
2024 წლის საუკეთესო სიმღერები საქართველოზე | ახალ...
02:13
ვიდრე გათოვს და გაწვიმს - ულამაზესი ახალი ქართული...
მსგავსი ვიდეოები
ვარძია | კლდეში ნაკვეთი კომპლექსი | ახალი სიცოცხლე
GANATLEBA TV
თამარ მეფე
TheArdoteli
თამარ მეფე
Geo Elegia
თამარ მეფე (ი. გოგებაშვილი)
Silk School
თამარ მეფე - ახალი პერსონაჟი კომპიუტერულ თამაშში „ცივილიზაცი...
რადიო თავისუფლება
თამარ მეფე. ავტორი : ხათუნა წითელაშვილი
Khatuna Tsitelashvili
თამარ მეფე პრეზერვატივზე
g m
თამარ მეფე გაიხსენეთ სალოსს, როგორ უსმენდა - მეფე, როგორ არ...
25 Black Devi