ვარძია | კლდეში ნაკვეთი კომპლექსი | ახალი სიცოცხლე
#Ganatleba tv #ტელესკოლა#ქართული#ქართულად HERITAGE - მემკვიდრეობა • უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალი - ვირტუალუ... ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს. ვარძიის ციხე-ქალაქი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3 - დან 13 - მდეა. მასში 600 - ზე მეტი სათავსოა. აქ არის სატრაპეზოები, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები და 25 მარანი 185 ქვევრით. ისტორია ციხის მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად წარმოგვიდგინა. ანსამბლი ძირითადად 1156 - 1203 წლებში შეიქმნა, აკურთხეს 1185 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტიდან ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სსვა. 1551 წელს ვარძია აიღო და დაარბია ირანის შჰამა თამაზ I-მა. სპარსელებმა გაიტაცეს ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და მრავალი განძი. 1578 წელს ვარძია თურქებმა დაიპყრეს. იგი ისევ გაიძარცვა. ბერები კი - ნაწილი დახოცეს, სხვები კი სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ და აქაურობა გაუკაცრიელდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვარძიაში ჯერ ტურისტული ბაზა, 1983წ. კი მუზეუმი დაარსდა. 1989წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ვარძიაში აღსდგა ღვთისმსახურება, ხოლო 1999 წლიდან კი განახლდა სამონასტრო ცხოვრება. თეგები: #ბუნება #მღვიმე #გამოქვაბული #მიწისქვეშეთი
GANATLEBA TV-ის სხვა ვიდეოები
ფსალმუნი | 24,| 25 | 26 | კანონი მეოთხე
Levan Vasadze | ლევან ვასაძე | Teodore Gignadze |...
ფსალმუნი | 67 | კანონი მეცხრე
ქართული მულტფილმები | HD | ჩხიკვთა ქორწილი | Qartu...
ფსალმუნები | ფსალმუნი | Fsalmuni | Fsalmunebi | კა...
სულისთვის სასარგებლო სწავლებანი | მამა პაისი მთაწმ...
წმინდა დიდმოწამე გიორგის დაუჯდომელი | Wminda Didm...
ფსალმუნები - 64, 65, 66 | კანონი მეცხრე
მსგავსი ვიდეოები
VLOG | სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი
Jighaaa
ვარძია, აბასთუმანი, წიწაკები, Dog Life / 2 დღიანი ექსკურსია...
NikaTMG
ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა
TV IMEDI
Georgia | საქართველოს | Грузия | जॉर्जिया | GANDAGANA
IT Music and Countries
მამა სერაფიმეს გალობა | 53-ე ფსალმუნი არამეულად
TV IMEDI
სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბით ხარიბი) | ლოცვა გეთსიმანიის ბ...
TV IMEDI
მედია ტური სამცხე-ჯავახეთში | გაიცანი საქართველო
შუადღე GDS / shuadge GDS
Traveler Chanel - საოჯახო მოგზაურობა სამხრეთში | Family trip...
ApAchi Traveler