ქებათა ქება ნიკორწმინდას - სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით #georgiansongs #ახალისიმღერა
ქებათა ქება ნიკორწმინდას - ქართული სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით #georgiansongs #music #ახალისიმღერა qebata qeba nikorwmindas მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა. გზნებით დამკარგავი გრძნეულ ჩუქურთმებით, ქარგით დამქარგავი ნაზი შუქურთმებით, ნეტა ვინ აზიდა, ან როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა მაღლა ნიკორწმინდა! რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი, ჟღერს ქვის ჰარმონია - დარობს რამდი დარი. კარგად გამოჰკვეთა, ვინაც გამოჰკვეთა, სიბრძნით გამოჰკვეთა მძლავრი ნიკორწმინდა. აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება, ისე ნაგებია, სიზმრის გეგონება. ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო სვეტი - ნიკორწმინდა! ვგრძნობ, ვით დიადია თორმეტი სარკმელი, ხაზებში ანთია ცეცხლი მისარქმელი: ნეტა ვინ აანთო, რომ გრძნობით აანთო და წლებს გადაანდო ნათლად ნიკორწმინდა! ხვეულთ დიადება ვხედავ - რა უხვია, დრომ მას დიადემა კრძალვით შეუხვია. ნეტა ვინ მოჰქარგა, და როცა მოჰქარგა, შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა გზნება - ნიკორწმინდა! მკვეთრი და მოქნილი ხაზთა დასრულება არის ამოდქმნილი ნატვრის ასრულება. ეს ის სიმკვეთრეა, ეს ის სიმდიდრეა, რაითაც მკვიდრია ძეგლი - ნიკორწმინდა! შენის სულმნათისად ასვლა ეროვანი: ყელი გუმბათისა მაღალღეროვანი, ცამდის აღერილი, ნებით აღერილი, სათნოდ აღერილი, გშვენის, ნიკორწმინდა! მზერა ქართულია სივრცის დაუნჯებით, თვალი გართულია ფრთიან ფასკუნჯებით: ფრთები, ფრთები გინდა, კიდევ ფრთები გვინდა, გინდა დაეუფლო სივრცეს ნიკორწმინდა! შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი. მძლავრი ხელოვნება, ხალხის ხელოვნება - ბრწყინავს საქართველოს ქებად ნიკორწმინდა! ტექსტი: გალაკტიონ ტაბიძე
ქართული AI სიმღერა-ის სხვა ვიდეოები
00:18
ტანო ტატანო - მალე ჩვენს არხზე! ახალი სიმღერა! არ...
02:50
ლალები - სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით #...
04:15
დუმილი: ულამაზესი AI სიმღერა გალაქტიონის ლექსზე 20...
03:59
თამარ მეფე (სიზმარი) - სიმღერა ხელოვნური ინტელექტი...
02:14
ქარი - სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით #ge...
25:46
2024 წლის საუკეთესო სიმღერები საქართველოზე | ახალ...
02:13
ვიდრე გათოვს და გაწვიმს - ულამაზესი ახალი ქართული...
მსგავსი ვიდეოები
ქებათა ქება ნიკორწმინდას
Silk School
ანსამბლი "იავნანა" | სანახშო
TV IMEDI
ქებათა ქება ნიკორწმინდას - ცუდად წაკითხული გალაკტიონი
Marie Lit Lee
galaktioni ქებათა ქება ნიკორწმინდას
dajikavteladze
გალაკტიონ ტაბიძე - ქებათა ქება ნიკორწმინდას
Ano G
გურამ საღარაძე - ქებათა ქება ნიკორწმინდას (2005)
ქართული მუსიკა ვინილზე / Georgian Music On Vinyl
კახა მიქიაშვილი _ ქებათა ქება ნიკორწმინდას - გლაკტიონ ტაბიძი...
Lela Fetelava
გალაკტიონ ტაბიძე ქებათა ქება ნიკორწმინდას Galaktion Tabidz...
Art Club