2017-2020 წლებში 2500 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

12.04.2017 06:33

დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმოადგინა ‎2017-2020 წლების განმავლობაში დაგეგემილი 2500 პროექტის სტრატეგიული გეგმა, რაც გულისხმობს 1000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციას, დამატებით 500 000 ადამიანისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას, ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტას მთელ საქართველოში და კიდევ მრავალ ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლისთვისაც უპრეცედენტო მოცულობის 10 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას ვახორციელებთ. რას მოუტანს ახალი სივრცითი მოწყობა ჩვენს ქვეყანას? ახალ გზებს, მაგისტრალებს, ახალ აეროპორტებს, პორტს, ხიდებს, გვირაბებს, ჩვენი ქვეყნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს, ახალ 40 000 სამუშაო ადგილს! სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/df8c3 პროექტები 2017-2020: http://build.gov.ge

გაზიარება: