ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში


პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ლაშა ხუციშვილს დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ. მინისტრი უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარადგენს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ამის შემდეგ კი კანონმდებლებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

ოპოზიცია კრიტიკულია და მწვავე შეკითხვების დასმას გეგმავს ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომელიც მათი შეფასებით, ამომრჩევლის მოსყიდვაზეა გათვლილი, კითხვები შეეხება ასევე ეკონომიკურ ზრდას. მმართველი გუნდი ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ უწყება ეფექტიან და სტაბილურ პოლიტიკას ატარებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან