პარლამენტი დღეს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს. სხდომაზე მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ამ წუთებში წარადგენს. მომავალ წელს მთავრობა 19 მილიარდ 171 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ბიუჯეტის პროექტის მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებაა. მომავალი წლიდან იზრდება პენსიები და ვეტერანებისთვის დახმარება. ასევე, გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი მატება. ყველაზე მეტი დაფინანსება მომავალ წელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ექნება. 6 მილიარდ ლარზე მეტი, საიდანაც კოვიდის მართვის ხარჯები ნახევარი მილიარდი ლარია. 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. ამასთან, ბიუჯეტის დეფიციტი 4.2%-მდე, მთავრობის ვალის მოცულობა კი 51.1%-მდე შემცირდა.
უკვე ცნობილია, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. მათი შეფასებით, მთავარი ფინანსური დოკუმენტი ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.