ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში
პარლამენტმა ფინანსთა მინისტრს მოუსმინა. „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დიდი ნაწილი იმ სანქციების აღსრულებას დაეთმო, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ერთი წელია მოქმედებს. დეპუტატები დაინტერესდნენ, რა ზომებია მიღებული საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სანქცირებული პროდუქტების არ დაშვების და სანქციების დარღვევის პრევენციისთვის და რამდენად ძლიერია ამ მხრივ საბაჟო კონტროლი. მინისტრის ანგარიშიდან გაირკვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ საქართველოს საზღვრებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 020 შემთხვევაა გამოვლენილი. მინისტრმა ისაუბრა გაუმჯობესებულ ეკონომიკურ პარამეტრებზე, საგარეო ვალის შემცირებაზე და ექსპორტის მკვეთრ ზრდაზე. რაც შეეხება მოქალაქეების მთავარ პრობლემას, ფასების ზრდას, ლაშა ხუციშვილის მოლოდინია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა მინისტრს ოპოზიციამაც მოუსმინა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თქვენ 500 ლარად ოჯახს არჩენდით?! ელიტა ზემდიდარია, ხალხი უკი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia