სააკაშვილის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები


მორიგი ცრუ დაპირება თუ რეალური გეგმა - არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში ჩამოსვლის კიდევ ერთ დაანონსებას პოზიტიურად მხოლოდ მის პარტიაში ხვდებიან. რვა წლის შემდეგ დაბრუნების შემთხვევაში, მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტს მართლმსაჯულების აღსრულებასა და საზღვარზევე დაკავებას ჰპირდება.

უკრაინის მოქალაქე ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვას „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არეულობისთვის მზადების ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ წინა ანონსების მსგავსად, გუშინდელი განცხადებაც მხოლოდ განცხადებად დარჩება.

ცალსახად ნეგატიურია ოპოზიციის უდიდესი ნაწილის რეაქცია. ოპოზიციური პარტიების აზრით, ჩამოსვლის გზავნილებით ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დანარჩენ ოპოზიციას საარჩევნო მიზნის მიღწევაში ხელს უშლის, მმართველ გუნდს კი ეხმარება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან