საომარი მოქმედებები უკრაინაში


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ხერსონის ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა - გავრცელებული ცნობით, შენობაში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. მთავრობა და სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია. პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.

205-ე დღეს უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის 13 საყრდენ პუნქტებზე, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განთავსების ადგილებზე მიიტანეს დარტყმები. უკრაინელების სამიზნე ასევე გახდა რუსეთის არმიის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები.

თავის მხრივ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 15 საავიაციო დარტყმა მიიტანა. რუსებმა 96-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური რეაქტიული სისტემებიდან. საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ ხარკოვზე. რაკეტა საცხოვრებელი სახის სიახლოვეს დაეცა. ღამით რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესაზეც, უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტის ჩამოგდება შეძლო.

უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს ცნობას, რომ ხარკოვში რუსეთის მიერ გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში პოლიციამ მასობრივი სამარხები აღმოჩინა, სადაც სულ მცირე, 440 ადამიანის ცხედარია დამარხული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირებისა და ექსპერტიზის პროცესი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან