გორში ანიმაციური ფილმების ფესტივალის „თოფუზის“ ფარგლებში ვორქშოპი გაიმართა

13.06.2018 01:59

გორში ანიმაციური ფილმების ფესტივალის „თოფუზის“ ფარგლებში ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმა“ გაიმართა. ვორქშოპზე ხატვის ნიჭით დაჯილდოებული გორელი პატარები ანიმაციის შექმნის პროცესს გაეცვნენ და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც შექმნეს. 1 წუთიანი ანიმაციური ფილმის ავტორები „თოფუზის“ მთავარ ღონისძიებაშიც მიიღებენ მონაწილეობას და ბათუმში გამართულ საკონკურსო პროგრამაზე საკუთარი ფილმით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი “ ანიმაციის განვითარების ფონდის ორგანიზებით უკვე მეათედ იმართება. მიმდინარე წელს ვორქშოპების ჩატარება საქართველოს 25 რეგიონშია დაგეგმილი. მთავარი საკონკურსო ღონისძიება ბათუმში ოქტომბრის თვეში გაიმართება. #თოფუზი2018

გაზიარება: