გერმანელი ანიმატორის მასტერკლასები საქართველოში

04/23/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

23 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, პროექტის „რეგიონებში ანიმაციის განვითარებისთვის\" ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ცნობილ გერმანელ ანიმატორს არტურ კლოსეს შეხვდა.
პროექტის ფარგლებში, 23-26 აპრილს, გერმანელი ანიმატორი ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველოს რამდენიმე ქალაქს (თელავი, გორი, ზუგდიდი, ფოთი) ესტუმრება და ადგილობრივ სამხატვრო სასწავლებლებში მოზარდებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს. უცხოელი სტუმარი ქართულ სამხატვრო სასწავლებლებს ანიმაციის შესაქმენლად საჭირო ძვირადღირებულ ტექნიკასაც გადასცემს.
დაგეგმილია ასევე, გამორჩეული ნიჭის მქონე მოსწავლეების ფრანკფურტში გამგზავრება, სადაც ისინი გერმანელ თანატოლებთან ანიმაციური ფილმის შექმნაზე ერთობლივად იმუშავებენ.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან