ქართლის ღვინის ფესტივალი \"ატენი 2017\" გორის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლა \"მაჩაბელამ\" გახსნა. წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ქართლში არსებულმა 20 - ზე მეტმა ღვინის მარანმა და ინდივიდუალურმა მეღვინეებმა. ძირითადად წარმოდგენილი იყო ხაშურსა და გორში არსებული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული ღვინოები. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართლის ღვინოები.
სპეციალურად ამ დღისთვის გორის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა 13 კაციანი დელეგაცია პოლონეთიდან - იმ ქალაქებისა და გამგეობების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობენ. ფესტივალს ესწრებოდნენ ამერიკის, იაპონიის, საფრანგეთის, გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები, ღვინის ექსპერტები და ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოსახლეობა. ფესტივალზე ფოლკლორულ ნომრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ფაცხები, სადაც ადგილობრივებმა ქართული სამზარეულო წარმოაჩინეს.
ქართლის ღვინის ფესტივალი ატენში პირველად გასულ წელს გაიმართა და მან უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. წელს \"ატენი 2017\" -ს ატენის უძველესი ღვინის ჩამოსასხმელი ქარხანა მასპინძლობდა.
ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანია ქართლის ღვინისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
#ქართლისღვინისფესტივალიტენი2017
#ღვინისფესტივალი
#ატენი
#გორისმუნიციპალიტეტისგამგეობა
#ატენი2017