ოპოზიციის და პრეზიდენტის გეგმები


რეზონანსული კანონპროექტის მიღების შემდეგ მოსალოდნელი პოლიტიკური გადაჯგუფებები. პროტესტის და ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე დამტკიცებულმა კანონპროექტმა შესაძლოა დღემდე მიუღწეველი ამოცანა რეალობად აქციოს და საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა უზრუნველყოს. გაერთიანების და მაქსიმალური კოორდინაციის აუცილებლობაზე თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი თანხმდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანი საარჩევნო სიის მომზადებაზეც ალაპარაკდა. ახლა საინტერესოა, როგორი იქნება მმართველ გუნდთან მწვავედ დაპირისპირებული პრეზიდენტის როლი. სალომე ზურაბიშვილმა ევროპული პლატფორმის სათავეში ჩადგომა უკვე დააანონსა. ჩნდება კითხვა, გეგმავს თუ არა თავადაც არჩევნებში მონაწილეობას პრეზიდენტი, რომელსაც უფლებამოსილება სწორედ ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ ეწურება. წინასწარმა განცხადებებმა გარკვეული კონფიგურაციები უკვე გამოკვეთა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან