კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ უკრაინის რადაში


უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას „მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა. ამის შესახებ უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა, ტარას მელნიჩუკმა განაცხადა. კანონპროექტი უკრაინის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანას გულისხმობს მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გარკვეული საკითხების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცვლება და შემცირდება საბრძოლო მოვალეობის შესრულებისთვის გაწვევის ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე. აღსანიშნავია, რომ ეს წინადადებები შესაძლოა კვლავ შეიცვალოს, რადგან კანონპროექტი პარლამენტმა უნდა განიხილოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან