1

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „მეგობარ აქტს“ განიხილავენ. შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დოკუმენტს მხარი მიმდინარე წლის 27 მარტს დაუჭირა. კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ გასულ წელს კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან, კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან და კონგრესმენ მარკ უიზისთან ერთად. აღნიშნული საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. საკითხი განხილვამდე პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: