„დანერგე მომავალი“ ფარგლებში ქვემო ქართლში ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება

05/19/2016
Municipality of Marneuli-ის მიერ

„დანერგე მომავალი“ ფარგლებში ქვემო ქართლში ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება
ქვემო ქართლის მაცხოვრებელმა რასულ ვალიევმა პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში“ ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.
დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ქვემო-ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილმა და გამგებლის მოადგილემ თემურ ბერიძემ, ქვემო ქართლის მარნეულის რაიონის სოფელ სეიდ გოჯალოში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, რასულ ვალიევი ბაღის გაშენების პროცესი. რასულ ვალიევი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 8.47 ჰექტარზე კაკალის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 30,758.15 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 19,635.00 ლარი ნერგებზე ხოლო 11,123.15 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
ქვემო ქართლში: ბოლნისის, მარნეულის და თეთრიწყაროს რაიონებში 201 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ტყემალი, ხურმა და კაკლი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1383.55 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 7.095 მილიონ ლარს აღემატება.
ვრცლად იხილეთ: http://www.marneuli.gov.ge/…/1096-%E2...%…

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან