„დანერგე მომავალი“ ფარგლებში ქვემო ქართლში ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება KVEMO KARTLI TV

19.05.2016 01:14

ქვემო ქართლის მაცხოვრებელმა რასულ ვალიევმა პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში“ ახალი ხეხილის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ქვემო-ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილმა და გამგებლის მოადგილემ თემურ ბერიძემ, ქვემო ქართლის მარნეულის რაიონის სოფელ სეიდ გოჯალოში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, რასულ ვალიევი ბაღის გაშენების პროცესი. რასულ ვალიევი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 8.47 ჰექტარზე კაკალის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 30,758.15 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 19,635.00 ლარი ნერგებზე ხოლო 11,123.15 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. ქვემო ქართლში: ბოლნისის, მარნეულის და თეთრიწყაროს რაიონებში 201 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ტყემალი, ხურმა და კაკლი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1383.55 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 7.095 მილიონ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: • ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; • სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს. პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ვრცლად იხილეთ: http://marneuli.ge

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„დანერგე მომავალი“ ფარგლებში ქვემო ქართლში ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება
04:42

„დანერგე მომავალი“ ფარგლებში ქვემო ქართლში ახალი ხეხილის ბაღ...

Municipality of Marneuli

სართიჭალაში „აგროკომპლექსის” ხილის შემნახველი საწარმო გაიხსნა
01:47

სართიჭალაში „აგროკომპლექსის” ხილის შემნახველი საწარმო გაიხსნ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

განახლებადი ენერგია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის
00:59

განახლებადი ენერგია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

„დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაცემული თანადაფინანსება ამ დრომდე 3მილიონ ლარს აჭარბებს
02:14

„დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაცემული თანადაფინანსება ამ დრო...

Rioni.TV

„დანერგე მომავალი“
01:03

„დანერგე მომავალი“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი მჭედლიძის მეურნეობა საოკუპაციო ხაზთან
01:41

გიორგი მჭედლიძის მეურნეობა საოკუპაციო ხაზთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნუშის ბაღები
00:45

ნუშის ბაღები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ირაკლი ჩიქოვანი ფერმერებს შეხვდა
01:06

ირაკლი ჩიქოვანი ფერმერებს შეხვდა

Georgian Dream SZS

ყველა ვიდეო