ოპოზიციისა და არასამთავრობოების ერთობლივი აქცია


ვინ შეუერთდება მესამე სექტორისა და ოპოზიციური პარტიების ერთობლივ აქციას - საკითხი ისევ შეფასებების თემაა. უკვე ცნობილია ექვსი ოპოზიციური პარტიის პოზიცია, რომლებმაც ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს და მოქალაქეებს მოუწოდეს, ჩაერთონ 28 აპრილს დაგეგმილ ევროპულ მარშში, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება მთავარი მოთხოვნა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ პარლამენტმა უკან გაიწვიოს.

განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „ახალი“, „გირჩი მეტი-თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი.“ აქციას უერთდება „ლელოც“. დაგეგმილ პროტესტს ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში და მას ერთობის იმიტაციას უწოდებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან