რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

26.01.2024 00:39

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, ორჯერ ბალისტიკური საფრთხის გამო უკრაინის ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაში იყო ოდესის, სუმის, ხარკოვის, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და კიროვო-ჰრადის რაიონებში და ის დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მანამდე კი რუსმა სამხედროებმა იერიში დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონზე მიიტანეს. რუსულმა მხარემ აქ 10-ზე მეტი ჭურვი გაისროლა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშვებულა, თუმცა დაზიანდა 6 კერძო სახლი, ასევე ელექტროგადამცემი ხაზი. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რაც საფუძველს უყრის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: