შემთხვევა სენაკში


სენაკის მეორე საჯარო სკოლაში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

სკოლის 26 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.  ინტოქსიკაციის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ექიმის განცხადებით ჩატარდა ყველა აუცილებელი კვლევა და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი ნაწილი სახლში უკვე გაწერეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან